მორჩა კინო, შეგვიძლია დავიშალოთ. ევროკავშირი ახალ წევრებს 2030 წლამდე არ მიიღებსო! ახლა უნდათ, რომ ქათამი აკრიახონ ან ყვავს სიუჟეტები აკეთებინონ, მაგრამ შანსი 0%! - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში:
"მორჩა კინო, შეგვიძლია დავიშალოთ. ევროკავშირი ახალ წევრებს 2030 წლამდე არ მიიღებსო! ახლა უნდათ, რომ ქათამი აკრიახონ ან ყვავს სიუჟეტები აკეთებინონ, მაგრამ შანსი 0%!
საქართველოსთვის ხელის შემშლელები, ვინც უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, 2030 წელს მემუარების წერით იქნებიან დაკავებულები და მათი ინტერესის სფერო საერთოდ აღარ იქნება აქაური მორგად ქცეული ოპოზიცია!
ისედაც ყველამ იცოდა, რომ ევროპა უახლოეს პერიოდში გაფართოებას არ აპირებდა და კანდიდატის სტატუსი გლობალური ომის პარტიის თამაში იყო. სჭირდებათ საქართველოში მეორე ფრონტი და კანდიდატის სტატუსის თემას სათავისოდ იყენებდნენ, ხელისუფლების შეცვლა უნდოდათ რევოლუციით, მაგრამ ვერ გვაჯობეს, ვერ დაგვაყენეს ცალ ფეხზე, არც კუბილიუსოვანთა მუქარებმა გაჭრა, არც სააკაშვილის კეტო დიეტამ. ხალხი და ხელისუფლება გაერთიანდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი ერთად დავიცავით და კანდიდატის სტატუსით ვაჭრობამ აზრი დაკარგა!
საკუთარ ქვეყნებში არჩევნები აქვთ, ვისაც ახლობლები გვყავს ევროკავშირის ქვეყნებში, კარგად ვიცით, ევროპელი მოქალაქეების მკვეთრად უარყოფითი განწყობა ახალი წევრების დამატებასთან დაკავშირებით, პირადი პრობლემები აქვთ და აქაური ხაბე სულ ფეხზე კიდიათ!
მეგობრებო, 2028 წელს რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, 2029 წელს შევიკრიბოთ და ვნახოთ ისევ მოგვექცევიან უსამართლოდ თუ არა. გლობალური ომის პარტიის მხრიდან ახალი პროვოკაციები იქნება, დარწმუნებული ვარ, უფრო არჩევნებთან დაკავშირებული. ახლავე აახმაურეს მანქურთები! ომი სჭირდებათ საქართველოში! მეორე ფრონტი"