თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ და სალომე ზურაბიშვილს ჩემგან კითხვები გადასცეთ? - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
"თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ და სალომე ზურაბიშვილს ჩემგან კითხვები გადასცეთ? რუსეთში მცხოვრებ ერთ მილიონამდე ქართველს თუ მიესალმება თუ აღიქვამს საკუთარ თავს ამ ერთი მილიონი ქართველის პრეზიდენტად პრინციპში რა კითხვა დავსვი. ის ხომ საქართველოში მყოფ ქართველებსაც კი არ ესალმება, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვაა პრიორიტეტი და მხოლოდ მათ ესალმება, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა, ჩვენი კულტურის, ტრადიციების და ეროვნების განადგურება უნდა! უსამშობლოებს ესალმება!" - წერს დიტო სამხარაძე.