ე.ი. მე რომ ჩემი მეგობრები ჩამოვიყვანო საქართველოში, კელი დეგნანს და მორგად ქცეულ ოპოზიციას უნდა ვკითხო? დროის დეფიციტს რა ვუთხარი, თორემ ნამდვილად ჩამოვიყვანდი, თან ყველას ერთად! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი ინგუში, რუსი და ჩეჩენი ძმაკაცი მყავს! წარმატებულები, ქართველების მოყვარული ხალხი არიან, ძირითადად სპორტსმენები და ნაწილი ბიზნესში მოღვაწეობს! ვუფრთხილდები და ვამაყობ ამ ხალხთან მეგობრობით! საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა, ევროპაშიც მოგზაურობენ და ამერიკაშიც აქვთ კონტრაქტები! ე.ი. მე რომ ჩემი მეგობრები ჩამოვიყვანო საქართველოში, კელი დეგნანს და მორგად ქცეულ ოპოზიციას უნდა ვკითხო? დროის დეფიციტს რა ვუთხარი, თორემ ნამდვილად ჩამოვიყვანდი, თან ყველას ერთად! ლუციფერებო წინასწარ გაგაგებინებთ და გემუდარებით მოგვივარდით, ერთმანეთში რომ გაგარჭოთ! კიკიმორა ხაბე არ დაგავიწყდეთ!“- წერს სამხარაძე.