არ ვიქნებით ქართველები არავის მონები, სულ რომ ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ბერლინის ან პარიზის მაცხოვრებლებზე მეტი გვქონდეს! თანასწორ და პარტნიორულ ურთიერთობაში, ძმაკაცობაში, ჩვენზე მაგარ ერს ვერ ნახავთ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
ყველას დასაცინი გავხდით, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გაგვხადეს! მილიონობით რუსი ტურისტი გადაადგილდება ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკაში! ყველას ინტერესია ტურისტული ბიზნესის გაუმჯობესება! საქართველოში?
აქ მანქურთების საშუალებით, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული კავშირი რომ გადაეფარათ, სპექტაკლი ჩაატარეს! თან როგორც ქალბატონი ელჩი ამბობს, ეს ქართველი ხალხის პოზიციააო! შედეგი? ქართველ ხალხს დაგვცინიან! რა თქმა უნდა ამ სიტყვების საქართველოში არავის სჯერა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამერიკული კანონი FARA , თავად აქციეს რუსულ კანონ ФАРА-დ! ერთხელ თუ მოატყუეს თინეიჯერები, ახლაც იგივეს იმედი აქვთ, მცდარი ილუზიებით! პრობლემა ის არის, რომ ჩვენს სამეზობლოში მთელ ერს დაქლიავებულ ხაბედ აღგვიქვავენ! სასწაული ხდება Youtube-ზე და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, პენსიონერ რუს ტურისტებს ებლატავებიანო! კონკრეტულ კრუიზში მყოფი მოქალაქეების ეროვნულობაც გახდა ცნობილი! 50% ისრაელის მოქალაქეები ყოფილან, დანარჩენები თურქები, ევროპელები და რუსები! თვითონ აქვეყნებენ პოსტებს და ვიდეოებს! გვესმის ქალბატონო თქვენი ზრახვების, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საქართველო და მშვიდობაა! დაანებეთ თავი ამ საწყალ წყალწაღებულ ოპოზიციას, რომელსაც ისედაც ვერ იტანს ხალხი და თქვენი განცხადებების შედეგად, მთლად აზიზღებთ საქართველოს მოსახლეობას ამ გზა-კვალ აბნეულებს! საქართველო არც ლოთი ხარჩილავაა და არც უსქესო პრაიდისტი! ამდენი წლის შემდეგ, მაინც ვერ გაგიცვნიათ ქართველები! ვაჟა ფშაველას წაკითხვას გირჩევთ! მისი ნაწარმოებები სისხლში გვაქვს გამჯდარი ქართველებს! კიდევ ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით! საბჭოთა იმპერიის დროს, როდესაც ძალით გააწითლეს საქართველო (მსგავსი ტიპის მანქურთებით, რომლებსაც უმართლებთ ქვეყნის საზიანო ქმედებებს), იმ ავად სახსენებელ პირობებშიც კი ქართველები მოსკოვზე და პეტერბურგზე კარგად ცხოვრობდნენ (უბრალო შედარება თორემ საბჭოთა კავშირის დედაც), ჩადიოდენ მოსკოვში ფულით და იქ მასპინძლად გრძნობდნენ თავს! მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ დაგვიკლია ქართველებს მცდელობა, რომ თავი დაგვეღწია წითელი იმპერიის მონობისგან და ჩვენ ეს შევძელით! ძალიან გაგვიჭირდა, სისხლიც ბევრი დაიღვარა, მაგრამ თავისუფლება არ გავცვალეთ მოსკოვებში გულაობაზე! არ ვიქნებით ქართველები არავის მონები, სულ რომ ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ბერლინის ან პარიზის მაცხოვრებლებზე მეტი გვქონდეს! თანასწორ და პარტნიორულ ურთიერთობაში, ძმაკაცობაში, ჩვენზე მაგარ ერს ვერ ნახავთ