აგენტების შესახებ ამერიკულმა კანონმა, მის მიღებამდე ჯაშუშები გამოავლინა - სრული ლუსტრაციაა. მიღების შემდეგ კი ხალხს მიეცემა საშუალება, იცოდნენ ვინ ვის აფინანსებს ეკლესიის და პატრიარქის გინებისათვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ომში და ქაოსში ჩართვის მცდელობებისთვის და ა. შ. - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
"ამ კანონის მიღება…ეს კანონი…ამ რუსული კანონით…რუსულ კანონს…რუსულმა კანონმა…რუსულ კანონზე…ასეთი კანონისთვის…მსგავსი რუსული კანონები…რუსულ კანონად…კანონი, რუსული, რუსი, რუსმა, კანონი, კანონით…ამერიკაში მოქმედ კანონზე, მის სიტყვა-სიტყვით ქართულ თარგმანზე, რომლის შინაარსში შესვლაც კი აგიკრძალეს, ამას რომ გალაპარაკებენ, ჯაშუშის და ეკლესიის მაგინებლის გარდა, იდენტობაწართმეული რობოტი ხარ!რაც შეეხება მათ, ვინც მათ ნალაპარაკებს იჯერებს: ახლა მაინც ხო არ დაფიქრდებოდით, რას გიშვებიან, რას გაჯერებენ და რა ფსიქოლოგიურ ტერორში გამყოფებენ წლების განმავლობაში…სიმართლე კი ერთია, აგენტების შესახებ ამერიკულმა კანონმა, მის მიღებამდე ჯაშუშები გამოავლინა - სრული ლუსტრაციაა. მიღების შემდეგ კი ხალხს მიეცემა საშუალება, იცოდნენ ვინ ვის აფინანსებს ეკლესიის და პატრიარქის გინებისათვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ომში და ქაოსში ჩართვის მცდელობებისთვის და ა. შ." წერს დიტო სამხარაძე.