ნინო ნადირაძემ ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა, მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა,
„მე და მთელმა საქართველომ დღეს „ვივამედის“ ხელმძღვანელ, ნინო ნადირაძეს მოვუსმინეთ და ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ბევრად მკაფიოდ ჩანს პრობლემა, ვიდრე მანამდე, რადგან ასეთი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ნინო ნადირაძემ, იოზეფ მენგელეს სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა. იოზეფ მენგელე „სიკვდილის ანგელოზი“ იყო. ნადირაძემ სცადა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ეს იყო შევარდნაძის ეპოქაში ჩარჩენილი ადამიანის ჭორაობა, ნათქვამი ადამიანისგან, რომელსაც „ჰიპოკრატეს ფიცი“ აქვს დადებული. პრეზიდენტი სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რომელიც საქართველოს პირობებში შეუძლებელია. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ნავალნის, ლიკვინენკოს, სკრიპალებს, რომლებიც გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.