არ შეიძლება მოგწონდეს პატრული და ვანო მერაბიშვილს ნაცმოძრაობაში რიგით წევრად აქტივობას უკრძალავდე - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა დიმიტრი შაშკინმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
"ვთხოვ ჩემს მეგობრებს, რომ კომპლექსებიდან გამოდით, რომლის მიხედვით თქვენ სავარაუდოდ გგონიათ, ვერ მიაღწიეთ, იცით რომ ვერ მიაღწიეთ, ამ ორი წლის განმავლობაში წარმატებას და ახლა ურტყამთ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც, კი 10 წლის წინ, მაგრამ ჩვენ თითო აგური ამ ქვეყნის აღმშენებლობაში დავდეთ და ამისთვის არ რცხვენია არავის. არ შეიძლება მოგწონდეს ბათუმი და ლევან ვაშალომიძეს აგინებდე და აკრიტიკებდე. არ შეიძლება მოგწონდეს პატრული და უკრძალავდე ვანო მერაბიშვილს რიგით წევრად ნაცმოძრაობაში აქტივობას. ველოდები პირველი ვინ ახსენებს 9 წლიან სისხლიან რეჟიმს და დაგმობს მიხეილ სააკაშვილს, აქამდე მიდის უკვე ეს ყველაფერი"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.