ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა - ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა დიმიტრი შაშკინმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, მაგალითად, როდესაც მე, გამოვჩნდები ტელევიზიით, ან სხვა ჩვენი მეგობარი, მოდის ტროლების და ბოტების იერიში. აქედან 64 % არის "პოსტ ტვს" ბოტები და დაახლოებით 28-29% არის " ლელოს" მხარდამჭერები. "ლელოს“ პარტ აქტივი უტევს ჩვენს ფეისბუკ გვერდებს.

ხაზარაძე შეხვდა ნიკა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ეს იყო ღია ინფორმაცია, რაც ტელევიზიითაც მოვისმინეთ"- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.