საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე სახალხო ღონისძიებას „თიანეთობას” შეუერთდა და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა დღესასწაული.
"გილოცავთ ულამაზეს, სახალხო დღესასწაულს „თიანეთობას". ეს არის ნამდვილად დღესასწაული, როდესაც ამ ულამაზეს მხარეში სტუმარ-მასპინძლობით თიანელები ერთმანეთს და ყველა სტუმარს, მათთვის ჩვეულ, კეთილგანწყობას სთავაზობენ.
ჩვენ ქვეყანას ასეთი საზეიმო, ლამაზი დღეები ამშვენებს და საზოგადოებაში ურთიერთსიყვარულს ამკვიდრებს. ამ სიკეთის აუცილებელი წინაპირობა კი მშვიდობაა, რომელიც დღეს პრინციპულად დასაცავია. საზეიმო კალენდარული დღეები იმ ქვეყნებსაც აქვთ, სადაც ომია, მაგრამ იქ სამწუხაროდ საზრუნავი სხვა აქვთ. მსურს მშვიდობა და საზეიმო განწყობა იყოს ყველგან, ისეთი, როგორიც დღეს თიანეთშია,” - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.