ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, რადგან გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის დასახელებას.
„მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვებდა ის ფრთა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც ამით გამოირჩევიან. დესტრუქცია, ძალადობა, წარსულთან დაკავშირებით არავითარი სინანული მათი მახასიათებელია. პირიქით, მათ ალბათ მიაჩნიათ, რომ მეტი ძალადობა უნდა გამოევლინათ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.33%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.