„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება მალე ამ პარტიის პოლიტიკური ველიდან გაქრობას გამოიწვევს. ხუნდაძის თქმით, ამით, ქართულ პოლიტიკაში დესტრუქცია დასრულდება.
"ნაციონალური მოძრაობა“ მილევადი პარტიაა და დასასრულს უახლოვდება - ლიდერები უკვე იქამდე დავიდნენ, რომ მანქანებს, საწვავს, ხელფასსა და გავლენებს ვერ იყოფენ. ეს პროცესი მათთვის ცუდია, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის სასარგებლოა - დესტრუქციას დასასრული ექნება. იმედი მაქვს, ქართულ ოპოზიციურ ველზე გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომელთა ინტერესი არა მანქანა, ხელფასი და პირადი გავლენა, არამედ ქვეყნის პოლიტიკის სწორად წარმართვა იქნება" - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.