საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია აღარ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, გი დიდი ხანია უმრავლესობის რიგით წარმომადგენელზე უფრო მორჩილად მიჰყვება, უმრავლესობის გამოკვეთილი ლიდერების ნებას, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„დიახ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია აღარ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე და ეს ამ თავმჯდომარის დროს არ მომხდარა, ეს დაიწყო გაცილებით ადრე. ჩვენ გვყავს უმრავლესობის მორჩილი ბიუროკრატი, რომელმაც სამწუხაროდ უარი თქვა თავის პერსონალურ როლზე, თავის პერსონალურ პოლიტიკურ დატვირთვაზე ამ სისტემაში და იგი დიდი ხანია უმრავლესობის რიგით წარმომადგენელზე უფრო მორჩილად მიჰყვება უმრავლესობის გამოკვეთილი ლიდერების ნებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.