გახარია იყო „ოცნების“ მარჩენალი მამა, ხმას ამოიღებდი მასზე და ეგრევე თავზე დაგამხობდნენ ყველაფერს, როგორც კი გადატრიალდა სიტუაცია, ლანძღვა დაუწყეს - ამის შესახებ "ლელოს"დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხშირად გვითქვამს ხოლმე, რომ ვიღაც თეთრზე ამბობს შავიაო, ეს ხელისუფლებებს ემართებათ ხოლმე, როცა ცოტა გარეკავენ, მაგრამ არსებობს გარეკვის კიდევ უმაღლესი ხარისხი, სადაც ესენი [„ქართული ოცნება“] არიან ახლა, როცა შეფასების საზომსაც თვითონ ადგენენ, მაგალითად გახარია იყო მათი მარჩენალი მამა, ყველაფერი, არჩევნებში გაამარჯვებინა, ხმას ამოიღებდი მასზე და ეგრევე დაგამხობდნენ თავზე. როგორც კი გადატრიალდა სიტუაცია გამოვიდნენ და ... ამის უფლებას რომ აძლევს თავს პოლიტიკური ლიდერი, მისი საქმე წასულია, არ შეიძლება მას ქვეყანა ჩაჰბარდეს“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.