„ოპონენტებს მინდა მივმართო, ვისაც ბატონ თემურ ალასანიასთან მიუწვდება ხმა, დიდი „ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, მობრძანდეს და ქვეყანას აუწყოს რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ ასეთი, რომ ასე შეიძულა და ბოღმა გააჩნია საკუთარი ერის მიმართ. ბინძური მუსაიფი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა ლიფტში ბიძა-დისშვილს შორის, ერთმანეთს რომ უზიარებდნენ რა უნდა დამართონ თავის მშობლიურ ხალხს, რომ მერე კარგად მართონ. თეორეტიკოსი ბიძა, რომელიც ასწავლის დისშვილს როგორი ძალადობით, გაუპატიურებით, ტერორით უნდა მართო ქვეყანა და დისშვილიც ცხოვრებაში რეალიზებას როგორ უკეთებს ამ იდეებს. 2012 წლამდე ყველა რეკორდი მოხსნა საქართველომ სისტემურ დანაშაულში და ქვეყანა მართლაც ამ მეთოდებით იმართებოდა“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე კარგად ჩანს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც სხვა ძალა არჩევნების გზით ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებში, ეს არის აპრიორი და მეორე, საქართველოში ძმათა შორის ომი არასდროს აღარ მოხდება. ჩვენ სიყვარულით, ძმობით, ეკონომიკური განვითარებით და ქვეყნის პროგრესით მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.