პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სავარაუდოდ, პრეზიდენტს კონსტიტუციიდან დაწყებული, ყველა კანონისა და ნორმატიული აქტის დარღვევა აქვს გადაწყვეტილი, რადგან კონსტიტუციით დაიწყო, ეს საზოგადოებამ დაინახა და დღეს უკვე კანონებს არღვევს. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.