არათუ, ორმაგ სტანდარტთან, აქ საქმე გვაქვს საკუთარი ემპერიული გამოცდილების შეგნებულ დავიწყებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. კითხვა სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში ბიუჯეტიდან, პირადი მიზნებისთვისთვის გაფლანგულ მილიონებს ეხებოდა.
„პრემიერისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებული სვლა იწვევს იმ გარემოებას, რომ რაიმე სახით, თითიდან გამოწვეული ბრალდებებით მოხდეს შეტევა. საპნის ბუშტივით გასკდა ის ტყუილი, რომლითაც ეს ხალხი ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას, განსხვავებით იმ უდიდესი დანაშაულებისგან, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე ჩაიდინა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.