როგორც აღმოჩნდა ამერიკული ლობისტური კომპანია არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სათანადო ძალისხმევით ებრძოლა „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილის ოჯახს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და ახლა ბრიტანული კომპანიის დაქირავება გადაწყვიტეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დავით მათიკაშვილმა“ „იმედის კვირა“-ს განუცხადა.
„რესურსი იმისა, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ მოატყუონ, კიდევ ერთხელ გაუკეთონ სააკაშვილის ავადმყოფობას პროპაგანდა, კიდევ ერთხელ შეეცადონ, რომ ჩვენი ქვეყანა შეარცხვინონ, დისკრედიტაცია გაუწიონ და ა.შ. რისი სურვილიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად გააჩნია, პასუხგაცემული იქნება სიმართლით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.