მაშინ მე ბანკ „ქართუში“ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს ის პერიოდი, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ რეპრესიული მექანიზმებით „ქართუს“ გაკოტრებას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„მახსოვს როგორ ნაჩქარევად მიიღეს კანონში ცვლილებები, რომლითაც ბიზნესთან ერთად ნაწილობრივად შეეცადნენ, რომ ყველა ის სესხი „ქართუს“ რომ ჰქონდა გაცემული, ფაქტობრივად არ დაბრუნებულიყო ბანკში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.