არსებობს ტყუილები, მაგრამ არის კიდევ ისეთი სიცრუეები, რომელთა გაჟღერებას თუ რაღაც მტკიცებულებითი ნაწილი არ წავახმარეთ, მაშინ ათმაგად და ასმაგად სიცრუე და მცდარი ინფორმაცია გამოდის ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი „ლელოს“ დაპირებას 1000-ლარიანი პენსიის შესახებ.

„ის, რომ 1000-ლარიან პენსიას არანაირი მტკიცებულებითი წახმარება და დახმარება არ გააჩნია და ეს რეალობას ძალიან აცდენილია, ჩვენმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის. კიდევ ერთი კარგი და ნათელი მაგალითია ეს რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს თუ რა მატყუარა ხალხთან აქვთ რეალურად საქმე“, - ამბობს მათიკაშვილი.