„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ რეაგირებს ღარიბაშვილის, კობახიძისა და მდინარაძის კრიტიკაზე, დავით არახამიამ უპასუხა, რომ ეს მას სინამდვილეში მოსწონს, რადგან „ეს ეს იმას ნიშნავს,რომ ყველაზე მნიშვნელოვან თემას ვეხები, იმდენად რეალურს და მართალს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ და უბრალოდ იძახიან, ეს ცუდია, სააკაშვილის აგენტია“. 

„როდესაც ამერიკაში ვიყავი ვთქვი, რომ  საქართველო ეხმარება რუსეთს  თავი აარიდოს ეკონომიკურ სანქციებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუკავშირდა სავალუტო ფონდს. სავალუტო ფონდი კი ჩემგან ითხოვდა მტკიცებულებებს. მე ვუთხარი, გამოაქვეყნონ ომამდე რუსეთის  მოქალაქეების ანგარიშები საქართველოში და ომის შემდეგ და თუ მე რამე არასწორად ვთქვი, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არაფერი გამოუქვეყნებიათ, მე ვსაუბრობდი ციფრებით, კობახიძე კი ამბობდა რომ  პროვოკატორი ვარ, როდესაც არგუმენტები არ აქვთ, ასე იქცევიან“- განაცხადა არახამიამ.