უკრაინის მმართველი ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში.

„სავარაუდოდ გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მარადიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.

მისი თქმით, 24 თებერვლიდან,  სხვადასხვა დონის მოხელეებს ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ ფოკუსირებული უნდა ყოფილიყვნენ ომზე, დაზარალებულთა დახმარებასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და შეეწყვიტათ საეჭვო საქმიანობა. არახამიას თანახმად, ბევრმა ეს ვერ გაიგო.

არახამიას თქმით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვის საქმეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი დააკავეს და ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.