„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას ღიად უჭერდა მხარს "აიპრსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.
„პარტიიდან არსად არ მივდივარ. ვინც ელოდება ჩემს თანამდებობას და ინაწილებენ სკამებს, არ დაავიწყდეს არავის, რომ ამ პარტიის დამფუძნებელი ვარ. ჯერ არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია იმიტომ, რომ არ ვაპირებ ამ პარტიიდან არსად წასვლას. თქვა ბატონმა თავმჯდომარემ, ახლა ახალი რომ მობრძანდა, ჩვენ არავის ვერჩითო და არავის ვაიძულებთო სადმე წასვლას, ჩვენ ერთნი ვართო და ახლა ვნახავ, როგორი ერთი ვიქნებით.
ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და იმდენი კი მიმიძღვის ამ პარტიაში, რომ ჩემი სიტყვა მეთქმის. ახლა ჯერ მიშას მეტი არაფერი მახსოვს საერთოდ, ჩემს შვილებსაც ვერ ვურეკავ იმიტომ, რომ პირველ რიგში მიშაა გადასარჩენი, რომ ეს ქვეყანაც გადარჩეს. იძულებული გახდება ეს მთავრობა, რომ გადაიყვანონ. ვერ მოკლავენ, ვერაფრით ვერ მოკლავენ“ - აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.