ხალხნო, საკმარისი ის არ არის პუტინი და მდინარაძე უნისონში ერთი ერთში ერთნაირად რომ საუბრობენ?  -  ამის შესახებ დარეჯან ცხვიტარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოების მოვალეობაა ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების დაცვა.

„რომ არ ჩაკვდეს საქართველოში დემოკრატია, ამისთვის უნდა ვიდგეთ აქ და დავიცვათ დემოკრატია. ხალხნო, საკმარისი ის არ არის პუტინი და მდინარაძე უნისონში ერთი ერთში ერთნაირად რომ საუბრობენ? ევროპა გვინდა, ვამბობთ, ხომ? მთელი ევროპა გვეუბნება, ნუ მიიღებთ ამ კანონსო, მაშინ როგორ გვინდა ევროპა? ამის უფლება არ უნდა მივცეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, რომელსაც დღეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ვდგავართ აქ, ჩვენი მოვალეობაა ეს. ჩვენი მოვალეობაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების დაცვა“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.