პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, „ხალხის ძალის“ წევრმა, დაჩი ბერაიამ მედიასთან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანია და მისი მიზანი ესკალაციის თავიდან არიდებაა.
„ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება, რათა ესკალაცია არ მომხდარიყო და არ მოჰყოლოდა ის ნეგატიური შედეგები, რომელთა მიღწევასაც მავანნი ცდილობენ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ბერაია.