პოლარიზაციაში გადავტეხავთო - ბრძენებმა მიშა ჩამოაქანეს რძის პროდუქტების მანქანით -ოდისევსიაო. ამ ბრძნული სვლის შედეგად, პოლარიზაციაში თვითონ გადატყდნენ - ნაცებს 6 პროცენტი აქვთ. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს
"p.s. როგორ მინდა თქვენც გქონდეთ ნანახი იმ ტვინიკოსთა სახეები, როცა ვეუბნებოდი რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არანაირ ცვლილებებს არ დაძრავს, არავის ქუჩაში არ გამოიყვანს და ოპოზიციას დაასუსტებს. არაო - ძააან მაგარ ფორმაშია, დედას უტირებსო." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და სლაიდს აქვეყნებს, რომელიც NDI-ის გამოკითხვიდანაა.