ადამიანი, რომელიც კორუმპირებული ადამიანის ხელის ბიჭია და ერთ წუთში იცვალა ფერი და ზნე, როგორც კი გაუჩნდა შემოსავალი, ის ადამიანი რომ დაგდებს ბრალს პრორუსულობაში და ამას გეუბნება „ქურქუმალ ვაითი“, თუ ეგ ადამიანი პროევროპელია და ჩვენ ვართ პრორუსები, აღარ ყოფილა ამ ქვეყანაზე სამართალი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფა არც კოლეგებისთვის, არც ჟურნალისტებისთვის, არც სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება.
„იმის ნაცვლად, რომ უხაროდეთ ის, რომ პროგრესს აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, რომ იმავნებლონ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან ძნელია შენ შვილებს ერთზე ესაუბრებოდე - შრომის, სწავლის, ცხოვრების წესის, ყველანაირი მაგალითს ევროპულს აძლევდე, მათაც უბიძგებდე, რომ ასეთი უნარ-ჩვევები გაიჩინონ და მათი ყურისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია ეს. ჩვენი დედის გინებას, წყევლა-კრულვას, ტყუილს შევეჩვიეთ. ადამიანი, რომელიც კორუმპირებული ადამიანის ხელის ბიჭია და ერთ წუთში იცვალა ფერი და ზნე, როგორც კი გაუჩნდა შემოსავალი, ის ადამიანი რომ დაგდებს ბრალს პრორუსულობაში და ამას გეუბნება „ქურქუმალ ვაითი“. თუ ეგ ადამიანი პროევროპელია და ჩვენ ვართ პრორუსები, აღარ ყოფილა ამ ქვეყანაზე სამართალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველაფერს კარგად ხედავენ და ყველაფერს შეაფასებენ,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.