„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
როგორც „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, აპირებენ, კოალიციის გეგმები პრეზიდენტს გააცნონ.
„ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვაპირებთ, მას გავაცნოთ ის გეგმები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს მის კომპეტენციაში, მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამიტომ არის დაგეგმილი", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.