თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასადური, დეკორაციული ერთობა რაიმე ტიპის სიძლიერეს ასხივებს, არც ასეა საქმე, საკუთარი თავი არ უნდა მოვიტყუოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სადაც ვთვლი, რომ არასამართლიანად მოექცნენ ჩვენს მეგობრებს, ყოველთვის ვიტყვი, რომ არასამართლიანად მოექცნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასადური, დეკორაციული ერთობა რაიმე ტიპის სიძლიერეს ასხივებს არც ასეა საქმე, იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ უნდა მოვიტყუოთ, პირველ რიგში. 
კონსულტაციები მიმდინარეობს ერთმანეთში, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება, მნუდმივად ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო და შესაბამისად, ყველას ინტერესია გასათვალისწინებელი,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.