არც ბორდი და არც თავმჯდომარე, რომელსაც დიდი ალბათობით საფრთხე ემუქრება, არც სხვა პოლიტიკური პოზიცია პარტიაში, სამწუხაროდ არ არის დამოუკიდებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა .

„არ ვიცი, რა ხდება და ცოტა დავიბენი, რაღაც ნაწილი საუბრობს, რომ ბორდი აუცილებელია, შეიქმნება და მეორე ნაწილი საუბრობს, არავითარი ბორდი არ იქმნება. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს ეს საკითხი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გვარამიას დათანხმება შესაძლებელია ისეთ პოზიციაზე, რომელიც იქნება აბსოლუტურად ნომინალური და იქ, სადაც კეზერაშვილი დირექტივებს მისცემს, არ მგონია გვარამია ამ ყველაფერს დათანხმდეს. ვერ გეტყვით რასთან არის კავშირში, მაგრამ ფაქტია ხაბეიშვილით უკმაყოფილონი არიან, იკვეთება ისე, რომ იქაც გაიყო მგონი – არიან ბორდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

ყველა აცნობიერებს, რომ სრულიად ნომინალურია, როგორც არ უნდა შეფუთონ და როგორ ლამაზად შეკაზმულიც არ უნდა იყოს ეს ბორდი. მანდ სხვა ადამიანები წყვეტენ პოლიტიკურ ამინდს. არც ბორდი და არც თავმჯდომარე, რომელსაც დიდი ალბათობით საფრთხე ემუქრება, არც სხვა პოლიტიკური პოზიცია პარტიაში, სამწუხაროდ, არ არის დამოუკიდებელი“, – განაცხადა დოლიძემ.