„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„გვყავს დეპუტატები, რომლებსაც საერთოდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუ პარლამენტარი პარლამენტში დღის წესრიგს ვერ ქმნის ქუჩაში როგორ უნდა შექმნას? პიროვნული ტრაგედია იქნება ბევრისთვის, რომ შეიძლება გამოეცალოთ კაბინეტები, მანქანები“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც სჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.