აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანცებთან;
ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება;
საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ CNN-თან;
კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად;
სააკაშვილის სიტუაციის შესახებ სტატიის მომზადება;
კომუნიკაცია ქართული პოლიციის მიერ სააკაშვილის წამების ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის გავრცელებისთვის;
კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანის, ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით;
კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლისთვის მასალების გადაცემის მიზნით;
მუშაობის გაგრძელება მაგნიტსკის სიისთვის ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით და მასალების გეგმური გავრცელება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არჩეულ ჩინოვნიკებთან, მათ შორის სენატორ ჯეიმს რიშთან.
ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში;
მუშაობის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოში სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის მუშაობა ამ პროცესების სამართლებრივ დოკუმენტებზე და მასთან დაკავშირებულ მედიაგაშუქებაზე;
კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან და მცდელობა, დაერწმუნებითან მდივანი ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი გაეტარებინათ სანქციები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ;
კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს თანამდებობის პირებთან თბილისში, საქართველოში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა მიეცათ პოლონელი ექიმებისთვის უფლება, ემკურნალათ სააკაშვილისთვის;
ნიუ იორკში ვიზიტის დროს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის მოწყობის მცდელობა, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით;
ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
წყარო "საზოგადოებრივი მაუწყებელი"