სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები იმ ჯგუფებს უნდა დააკვირდნენ, ვინც იმ მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობს, ვისაც შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის ეროვნულ მომავალთან არის დაკავშირებული.
„მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და ამ ჯგუფებს თვალყური ადევნონ. გუშინ ნიკა გვარამია და ნიკა მელია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორებიც ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან, რომლებიც იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმ პასუხს იმსახურებენ, რაც გუშინ მიიღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.