ევროპარლამენტის რეზოლუციების და დებატების რაოდენობა უკვე იმდენია, სათვალავიც აგვერია, თუმცა თითოეულ მათგანს მოტივად გასდევს ტყუილი, სიცრუე, ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის მცდელობები იმ პირების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ მართული არიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების დასმულ კითხვას საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე.
„ვნახავთ, რომ დებატები უშველებელ დარბაზში სულ რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით გაიმართება, სადაც არავინ არაფერს მოუსმენს და მხოლოდ განცხადებები გაკეთდება, რათა „ნაცმოძრაობის“ მართულმა ტელევიზიებმა, ონლაინმედიებმა და პირებმა განცხადებები გააკეთონ, რამდენიმედღიანი შოუ დადგან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








