„ბოლოს თქვენ იცით, რომ ბრიუსელში გაიმართა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა, სადაც ძალიან მძიმე განცხადებები გაკეთდა საქართველოზე ამ 12 პუნქტიან ვალდებულებასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ პრემიერი რომ შეხვდა ელჩებს, სწორედ ამ საკითხებზე იქნებოდა საუბარი." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.

„12 პუნქტის არ შესრულება რეალურად არის ის, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ 12 პუნქტიანი ვალდებულება რეალურად არ სრულდება.“ - განაცხადა 

 

"როგორ სრულდება 12 პუნქტიანი ვალდებულება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ 12 პუნქტიანი ვალდებულება რეალურად არ სრულდება და რაც სრულდება ისიც არის ზედაპირული და ისიც არ არის ის, რასაც ჩვენგან ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმასთან, სასამართლო რეფორმასთან, ის რომ პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას - საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი არხის დირექტორი, ამიტომაც ყველა ეს საკითხი და 12 პუნქტის არ შესრულება რეალურად არის ის, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელსაც აქვს მთავარი ბერკეტები იმისთვის, რომ შეასრულოს 12 პუნქტიანი ვალდებულება ის, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.“ - განაცხადა ანა წითლიძემ