„კომისიების სანდოობა და დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს მაღალი, მეორე იყოს საარჩევნო გარემო თავისუფალი და იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო ყველასთვის. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება, აკეთებს იმას, რომ ცდილობს კიდევ უფრო მეტად სრული კონტროლი დაამყაროს ცესკოზე და დაამყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაზე და უნდა ვიცოდეთ, რატომ აკეთებს ამას." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წეცრმა, "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
"მინდა გამოვეხმაურო ფრაქციის სახელით იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევას და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ართმევს ფაქტობრივად საკონსტიტუციო უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რა არის ეს საკანონმდებლო ინიციატივა და რა არის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი. ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი არის ერთადერთი - ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ საარჩევნო რეფორმას და ითხოვენ ისეთ საარჩევნო რეფორმას, რომელიც იქნება ქმედითი და მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატს სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ხელისუფლების მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამ საკანონმდებლო ცვლილებით „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს. საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ისედაც კონტროლდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან. გაიკმინდებოდნენ მათ შორის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები, რომლებიც პირდაპირ ინიშნებოდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ 0.1% შანსსაც არ ტოვებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები იყვნენ დამოუკიდებელნი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რამდენიმე ფაქტორი - პირველი, რომ 12 პუნქტიან ვალდებულებაში ერთ-ერთი სწორედ არის საარჩევნო რეფორმა და ეს საკანონმდებლო ცვლილება არის სწორედ ამის წინააღმდეგ მიმართული, მეორე ეუთო/ოდირის დასკვნები და ვენეციის კომისიის დასკვნები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევისას ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ალტერნატიული ბერკეტები იმისთვის, რომ გაზარდოს ლეგიტიმაცია ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ჩვენ მივიღებთ პირიქით, მივიღებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები რეალურად არიან „ქართული ოცნების“ შტაბები და არა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად 100%იანი კონტროლის საშუალება ექნება ხელისუფლებას. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ის, რომ ამ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი იზამენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ვთავაზობთ, გააგზავნონ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიაში, დაელოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ნახონ როგორ შეაფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ საკანონმდებლო ცვლილებებს. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იქნება ცალსახად უარყოფითი, რადგან ეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არის ის, რაც ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენთვის მოუციათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამით საქართველოს ხელისუფლება - პირველი, ფაქტობრივად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და იმისთვის, რომ ფორმალურად არ დაირღვეს მხოლოდ მინიმალურ შესაძლებლობას და დამცინავ შესაძლებლობას უტოვებს საქართველოს პრეზიდენტს - ერთი წევრით იქნება პრეზიდენტი წარმოდგენილი შესარჩევ კომისიაში. მეორე, საბოტაჟს უცხადებს 12 პუნქტიან ვალდებულებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ არის საარჩევნო რეფორმა. და მესამე, უგულებელყოფს მთლიანად ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.
პირველი, ჩვენ ვითხოვთ, რომ გააგზავნონ ვენეციის კომისიაში, ასევე დაელოდნენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით და ასევე დაელოდონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ამ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც პირდაპირ გვიწერია 12 პუნქტიან ვალდებულებაში, რომ საარჩევნო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამ ფონზე ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანა არის მთლიანად ამ პროცესის საბოტაჟი. კიდევ ერთხელ ავხსნი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები მანამდე გამოირჩეოდნენ ან ობიექტურობით ან დამოუკიდებლობით. სრულად აკონტროლებდა „ქართული ოცნება“ ცესკოსაც და საოლქო საარჩევნო კომისიებსაც, მათ შორის ისეთ წევრებსაც კი, რომლებიც კანონის შესაბამისად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, ის რომ პრეზიდენტს შეეძლო ამაში მონაწილეობა ეს მინიმალურ შესაძლებლობას, 0.1% მაინც ტოვებდა, იმის, რომ რაღაც დონეზე ეს მინიმალური სანდოობა მაინც ყოფილიყო ცესკოსი. ახლა „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ესეც მოსპო და უნდა გვესმოდეს, რატომ აკეთებს ამას. „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა.“ქართულ ოცნებას“ აინტერესებს ერთი - ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, შესაბამისად გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს. პრეზიდენტს, ცხადი არის, რომ უფლება - ვეტო დაადოს ამ კანონს აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე გვინახავს, როგორი არის ქართული ოცნების პასუხი. ვეტოს დაძლევა „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ნამდვილად, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი შევაჩერეთ, ცხადი არის, რომ ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული. - განაცხადა ანი წითლიძემ.