გიორგი გახარიას პრემიერობა დიდი კორუფციული გარიგებებით გამოირჩეოდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
"გიორგი გახარიას პრემიერობა ასევე გამოირჩეოდა ძალიან დიდი კორუფციული გარიგებებით. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. 11 წლის განმავლობაში ეს კორუფციული სქემა, რომელიც დღეს აწყობილი აქვს "ქართულ ოცნებას" ამაში ყველა პრემიერს თავისი წვლილი მიუძღვის. ვთვლი, რომ გიორგი გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი ამ მიმართულებით. თუ მას აქვს ეს ინფორმაციები, რატომ არის ამდენი ხანი ჩუმად და რატომ არ საუბრობდა ის ამ ყველაფერზე ღიად?!"- აცხადებს წითლიძე.