მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს გამოეხმაურა პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.
მისი თქმით, 12 რეკომენდაციაში საუბარია მედია გარემოს გაუმჯობესებაზე. აკრედიტაციის ახალი წესით კი უმრავლესობა პარლამენტის შენობაში აპირებს მედიას ცენზურა დაუწესოს.
„ბატონო შალვა, ფორმალურად დიახ, თქვენ გაქვთ დისკრეციული უფლება, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დისკრეციული უფლება არ გულისხმობს თვითნებობას. თქვენი უფლებამოსილება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ ერთპიროვნულად მიგეღოთ ეს რეგულაციები მედიისთვის. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ მინიმუმ გამართოთ პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და ასევე მედიასთან და მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია გავალდებულებთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.