"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ვახტანგ გომელაურის გამოსვლას აფასებს:

"დღეს საუბრობდა ბატონი გომელაური, რომ ამოცანა არის მოტივირებული პოლიციელი. კი, სახელმწიფო დგას ასეთ პროფესიებზე, მაგრამ როგორ უნდა მოსთხოვოს გომელაურმა მოტივიაცია პოლიციელს, რომელიც რუსები რომ აქ საქეიფოდ ჩამოდის მათ დაცვას ავალებს პოლიციელებს. როგორ უნდა მოსთხოვოს პოლიციელს მოტივაცია, როცა მაღალჩინოსანი და მისი ოჯახის წევრი არღვევს მოძრაობის წესებს და პოლიციელი ისჯება მათი დაჯარიმების გამო და არა დამრღვევი პირი. როგორ უნდა მოსთხოვო პოლიციელს მოტივაცია, როცა მაღალჩინოსნები კორუფიით მდიდრდებიან და ამ დროს პოლიციელი ხელფასიდან ხელფასამდე და ნისიებით ცხოვრობს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.