ანეკდოტური მდგომარეობაა: ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, კანონი არ არის ჩვენიო და ეუბნებით, თქვენიაო - რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, ჩვენია, ეს გზა ჩვენც გავიარეთო და ეუბნებით, არ არის თქვენიო, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
„კი გასაგები იყო, რომ კომპასი გაქვთ არეული, მაგრამ ანეკდოტური მდგომარეობაა - ევროპის და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, რომ ის კანონი, რომელიც ახლა ხელში გაქვთ არ არის ჩვენიო და თქვენ ეუბნებით - თქვენიაო. რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, რომ ჩვენია , ეს გზა ჩვენც გავიარეთო და თქვენ ეუბნებით არ არის თქვენიო. საფრანგეთის ელჩი, გერმანიის კანცლერი, ამერიკის ელჩი, ყველა გეუბნებათ, რომ ეს ცუდი კანონია და ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვსო, თქვენ მაინც იტყუებით. როდემდე არ აპირებთ შეიმჩნიოთ მთელ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქტორი - ქართველი ხალხი?ვერ დაინახეთ გუშინ ათობით ათასი ადამიანი? ვერც 1 წლის წინ ვერ დაინახეთ ათობით ათასი ადამიანი - გადით, ელაპარაკეთ და დაინახავთ, თუ გაქვთ მათთან სალაპარაკო პირი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.