ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველთვის მოგებიანი პოზიცია იყო, როდესაც მეორე მხარეს არჩევანი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ის რომ ოპოზიციაში იყოს მხოლოდ „ნაცმოძრაობა“, ეს არის „ოცნების“ ოცნება. ამას არ ვამბობ მხოლოდ დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რამდენიმე წლის განმავლობაში „ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველთვის მოგებიანი პოზიცია იყო, როდესაც მეორე მხარეს არჩევანი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, მაგრამ დღეს, როდესაც ეს არჩევანი შეცვლილია, რაც არ უნდა აწებონ გიორგი გახარიას „ნაცობა“, ეს ვერ წებდება, იმიტომ რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება „ოცნება“ ამ რიტორიკით", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა ,,ტვ პირველის" ეთერში.