ისე თავისუფლად, როგორც მაგალითად გიორგი გახარია ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დადის სოფელ-სოფელ და მოქალაქეებს ხვდება, ასე თავისუფლად ისინი [„ქართული ოცნება“] ნამდვილად ვერ დადიან და ვერ ივლიან, - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ორი წელია ჩვენთან მუშაობს შიდაპარტიული გუნდი, რომელიც მტკიცებულებებს აგროვებს, მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაზე შესაბამისი ბერკეტი იქნეს გამოყენებული. განა იმიტომ რომ ვიღაცას გვაქვს იმის მოლოდინი, რომ „ოცნების“ ზონდერების მიერ დაგეგმილ ცემის ფაქტს ვიღაცა ადეკვატურად გამოიძიებს, რა თქმა უნდა არა, მაგრამ აქ არის ორი მნიშვნელოვანი რამ, არგამოძიებაც მტკიცებულებაა, რომ ეს მოდის ხელისუფლებისგან და ეს ეხება არჩევნების გაყალბებას. და ადამიანები, რომლებიც ამ უკანონო დავალებებს ასრულებენ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათი საქმეები მტკიცებულებების სახით ინახება. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, ეს მტკიცებულებები კი რჩება, მათ შორის რჩება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში და უწყებებში “, - აცხადებს ანა ბუჩუკური.