ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში, იმიტომ რომ ფაქტია, თავს გადასარევად გრნობს. - ასე შეაფასა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება "კურიერთან"
"სააკაშვილი არის ჩვეულებრივ მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში, იმიტომ რომ ფაქტი თავს გადასარევას გრძნობს
რასაც ის ახლა აკეთებ ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით თბილისსა და სქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ამ ქუჩის პროტესტებს აბინძურებს და აზიანებს. ჩვეულებრივი მავნებელია.
ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს." - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: პროტესტი უნდა გაძლიერდეს, გადაიზარდოს ზეწოლაში, ამაღელვებელია ხორუმის ყურება რუსთაველზე, მაგრამ, იმათ ნერვი არ უტოკდებათ - ხალხს სჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ, თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე.