ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამომავლო პრეზიდენტობისთვის სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი კანდიდატი დღეს არ არსებობს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან პრეზიდენტთან „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. იმედი მაქვს, ჩვენს კითხვებს, პირველ რიგში, გასცემს საზოგადოებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მოვაწერთ თუ არა დოკუმენტს [„ქართულ ქარტიას“] ხელს. ამის მიუხედავად, ცალსახად მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი პატივისცემა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მასზე უკეთესი კანდიდატი სამომავლო პრეზიდენტობისთვის არ არსებობს",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართულ ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!