კონტრაქცია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაპირისპირების და გახლეჩის დამატებითი მცდელობაა,- ამის შესახებ  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„მთავარი ის არის, რატომ დაერქვა და რატომ უწოდა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ამ კანონს რუსული. მთავარი რუსულობა ამ კანონის არის ის, გარდა იმისა რომ იარლიყებს აკერებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებს და შუღლს წარმოშობს მათ შორის. შესაბამისად, გასაგებია ეს ვის ინტერესშია, პირველ რიგში ოკუპანტი სახელმწიფოს, ოფიციალური მტრის რუსეთის. ეს კონტრაქციაც რაც ხელისუფლებამ... ბუნებრივია ადამიანებს აქვთ უფლება, კანონის ფარგლებში რაღაცას მხარი დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაპირისპირების და გახლეჩის დამატებითი მცდელობა",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„ქართული ოცნების" ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება