ივანიშვილი „დაყავი და იბატონეს" პრინციპით ცდილობს, 2024 წლის არჩევნებზე გაძვრეს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ივანიშვილს უნდა, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, საზოგადოება „ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოს, ერთმანეთს რიგითი მოქალაქეები დააპირისპიროს, თორემ პოლიტიკური პარტიები მშვენივრად ლაგდებიან ერთმანეთში. როგორც ჩანს, ივანიშვილი „დაყავი და იბატონეს" პრინციპით ცდილობს, 2024 წლის არჩევნებზე გაძვრეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება ივანიშვილს, ის ფიქრობს, რომ ქაოსს შექმნის, ხალხს გააბრაზებს, ახალგაზრდებს ქუჩაში გამოიყვანს და ამით გამოაშვებინებს ბრაზს და ნეგატივს, მაგრამ არჩევნებამდე 7 თვეზე ნაკლები დარჩა, ვის როგორ შეუძლია ისე აფიქსირებს თავის პოზიციას, მაგრამ მთავარი იარაღი არის არჩევნები",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა „ფორმულას“ ეთერში.