ამერიკის საელჩო საქართველოში ქვეყანაში ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
Today is a dark day for Georgia’s democracy. Parliament’s advancing of these Kremlin-inspired laws is incompatible with the people of Georgia’s clear desire for European integration and its democratic development. Pursuing these laws will damage Georgia’s relations with its strategic partners and undermine the important work of so many Georgian organizations working to help their fellow citizens. The process and the draft laws raise real questions about the ruling party’s commitment to Euro-Atlantic integration." - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.