"იქ გვარამია ერთ ბიძინასთან დაახლოებულ მილიონერს დასანქცირებისგან იცავს, აქ ხაზარაძე სხვა ქოცების მილიონრების გადასარჩენად ამერიკაში დაფრინავს. იქ მელიას კრუნჩხვები აქვს, ვერ ამბობს, თუ ვინ აფინანსებს", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება "კოალიცია ცვლილების" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ უცხოეთში იმ ბიზნესმენების ლობირებისთვის იყო ჩასული, რომელიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდეს.

"იქ გვარამია ერთ ბიძინასთან დაახლოებულ მილიონერს დასანქცირებისგან იცავს, აქ ხაზარაძე სხვა ქოცების მილიონრების გადასარჩენად ამერიკაში დაფრინავს. იქ მელიას კრუნჩხვები აქვს, ვერ ამბობს, თუ ვინ აფინანსებს, აქ გახარიას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გრიგოლია დაამციროს პირდაპირ ეთერში. თუმცა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოთ. რუსულ რეჟიმთან ბრძოლა მიმდინარეობს და ახლა კითხვების დრო არაა. მთავარია, "ხმა არ დაიკარგა", დანარჩენს კი "პროდასავლური ოპოზიცია" მიხედავს", - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გადაცემაში "რეაქცია" აცხადებს რომ უცხოეთში იმ ბიზნესმენების ლობირებისთვის იყო ჩასული, რომელიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდეს.