დავით სერგეენკოს კენჭისყრაზე მანდატი არ გაუუქმეს. როგორც ჩანს, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ფაქტები აჩვენებს, რომ სინამდვილეში „ქართული ოცნება“ სერიოზულად ემზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის. მაგალითად, დავით სერგეენკოს კენჭისყრაზე არ გაუუქმეს მანდატი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ისეთ ვადებში მოხდა კენჭისყრა, რომ სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეჩერებით საბურთალოზე მაჟორიტარული არჩევნები უნდა დანიშნულიყო და ეს აღარ დაინიშნება, იმიტომ რომ 15 ივნისისთვის დაწერა მან განცხადება და მეორე - სერგეენკოსთვის მანდატი რომ გაეუქმებინათ, დაკარგავდნენ ერთ ხმას პარლამენტში, იმიტომ რომ სერგეენკო მაჟორიტარია და მაჟორიტარს სიით ვერავინ ჩაანაცვლებდა. როგორც ჩანს, იმპიჩმენტისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. როდესაც „ქართული ოცნება“ თავის მოკატუნებით რაღაცაზე ლაპარაკობს, ე.ი. სინამდვილეში სხვა რაღაცისთვის ემზადება“, - განაცხადა ელისაშვილმა.