დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, რათა გავიგოთ, რომელი სტრუქტურა მუშაობდა ეფექტურად, რომელმა დააკლო მუშაობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შოვში მომხდარი აღარ უნდა განმეორდეს.
„ვიღაცის დასჯა და ჩამოხრჩობა კი არ გვინდა, არამედ პრევენცია გვინდა, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ხელი არ გავიშვიროთ. გვჭირდება, რომ სისტემა გამართულად მუშაობდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, გარდა პრევენციისა. მომავალში მაინც უნდა დავაზღვიოთ ტრაგედიებისგან. როცა ზაფხულში მიდიხარ და დასვენება გინდა, გული არ უნდა გისკდებოდეს, რომ ღვარცოფში მოჰყვები და სტრუქტურები დროულად არ იმუშავებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.