არ არის ნორმალური წინასაარჩევნო პერიოდი. ახლა არის არანორმალური ვითარება, ქვეყანა არის განსაცდელში. საზიზღარი კანონი შემოდებული აქვთ თაროზე და როცა უნდათ მაშინ ამუშავებენ, ალაგმავენ ყველას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ახლა არის მოცემულობა და შესაძლებლობა, ელექტორატს, რომელიც კატეგორიულად არ უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, გაუჩინოთ ძალიან ღონიერი არჩევანი. ამას ვცდილობ და მე ნამდვილად ვცდილობ, რომ სერიოზული გაერთიანება შედგეს და მე მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ პირადად ჩემი ამბიციები დავწიო უკან, ვნახოთ რა გამოვა. არ იქნება კოლეგიალური და სწორი გარეთ გამოვიტანო ახლა ვისთან მაქვს მოლაპარაკებები. მართლა მინდა ეს გამოვიდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანას დავკარგავთ. არ არის ნორმალური წინასაარჩევნო პერიოდი. ახლა არის არანორმალური ვითარება, ქვეყანა არის განსაცდელში, ეს საზიზღარი კანონი შემოდებული აქვთ თაროზე და როცა უნდათ მაშინ ამუშავებენ, ალაგმავენ ყველას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.